#მოამბე 21 საათზე, 17 მაისი, 2023 #LIVE
- პრემიერის ვიზიტი ისლანდიაში და რეიკიავიკის სამიტზე სიტყვით გამოსვლის მთავარი აქცენტები – სამიტზე მიღებული დეკლარაცია და დასავლელ ლიდერთა მხარდამჭერი გზავნილები საქართველოს
- საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი კვლავ პოლიტიკური დაპირისპირების საგანია – ხუთი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი ხელისუფლებას ფრენებზე თანხმობის გაუქმებას სთხოვს, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ ფრენებს სანქცირებული ავიაკომპანიები ვერ განახორციელებენ და ოპოზიცია თემით სპეკულირებს
- პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია – ფარულ კენჭისყრაზე კანდიდატთა მხარდაჭერის გამო სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა; ოპოზიციის ნაწილი კოლეგებს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს
- სუს-მა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოს ექვსი მოქალაქე დააკავა – გამოძიების ცნობით, დაკავებულები ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერის მეთაურობით რამდენიმე ქვეყანაში სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას გეგმავდნენ; ერთდროული კონტრტერორისტული ოპერაცია ოთხ ლოკაციაზე და გრიფით „საიდუმლო“ საქმის დეტალები