#მოამბე 21 საათზე, 17 ივლისი, 2023 #LIVE
- სააკაშვილის ბიოლოგიური ნიმუშების ტრანსპორტირების სკანდალური საქმე და პოლიტიკური შეფასებები – პალატიდან პატიმრის თმისა და ფრჩხილების ფეხსაცმლით გამოტანაზე პოლონეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილი ექიმიც დუმს და ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც, რომელიც ქართველ კოლეგას შეხვდა; თბილისი ვარშავას დალუქული ნიმუშების გახსნის და ლაბორატორიაში ჩაბარების პროცესზე საგანგებო კონტროლის დაწესებას სთხოვს
- თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე არაადამიანურ მოპყრობაში მსჯავრდებული მეგის ქარდავას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა – დაცვის მხარე აცხადებს, რომ მსჯავრდებული სასამართლოს უნდობლობას უცხადებს და საბოლოო სიტყვით არ ისარგებლებს; საქმის დეტალები და მხარეთა პოზიციები
- რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობა შეაჩერა, რასაც კრემლი რუსული ნაწილის შეუსრულებლობით ხსნის – დასავლეთი აცხადებს, რომ მოსკოვი შიმშილის იარაღად გამოყენებას ცდილობს, რაც ძვირად დაუჯდება, თურქეთის პრეზიდენტი კი პუტინთან მოლაპარაკებას გეგმავს და შეთანხმების გაგრძელების იმედს გამოთქვამს
- მზადება მესტიის მასშტაბურობით გამორჩეული მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალისთვის, სადაც წითელი ხალიჩა უკვე მესამედ გაიშლება – 114 ქვეყნის 2 000-მდე ფილმიდან ამორჩეულ 25 საკონკურსო სურათს შორის გამარჯვებულებს სპეციალურად შერჩეული ჟიური გამოავლენს; ფესტივალის მიმდინარეობას ადგილობრივთან ერთად საერთაშორისო მედიაც გააშუქებს