#მოამბე 21 საათზე, 17 ივლისი, 2020 #LIVE

21:00, 17.07.2020
  • სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შედარებით სიმშვიდეა – დასახლებული პუნქტები აღარ იბომბება, შეიცვალა საომარი რიტორიკაც და სომხეთის პირველი პირი სამშვიდობო მოლაპარაკებების უალტერნატივობაზე ალაპარაკდა
  • ლუგარის ლაბორატორია კვლავ კრემლის სამიზნეა, რუსული ვერსიით, ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს ერთ-ერთი მოქალაქე ამჯერად, ღამურებზე ნადირობდა, რომელიც თითქოს, ლუგარის ლაბორატორიისთვის უნდა მიეყიდა – საოკუპაციო რეჟიმის მორიგი ლეგენდა, მსოფლიო მნიშვნელობის ლაბორატორია და დიპლომატთა შეფასებები
  • დღეს შსს-ში 19 ივნისის წვეულების მონაწილეები გამოჰკითხეს, ბრალდებულთა ადვოკატები ხუთ დაზარალებულს დაკითხვაზე იბარებენ, რასაც ერთ-ერთი დაზარალებულის უფლებადამცველი უარით პასუხობს – უპასუხებს თუ არა კომპლექსური ექსპერტიზა მთავარ შეკითხვას და ვის მიმართავს დაღუპული ფეხბურთელის დედა სოციალური ქსელით
  • წლის ყველაზე დაძაბული ტელეთამაშის, „წიგნების თარო“-ს ფინალი საქართველოს პირველ არხზე – ორი საუკეთესო გუნდის დაპირისპირება, მძაფრი ემოციები ქვეყნის ყველაზე აზარტულ ლიტერატურულ ტელეპროექტში და მეოთხე სტუდენტური სეზონის ტრიუმფატორი გუნდი „შავი მამბა“, რომელიც კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება

მსგავსი