#მოამბე 21 საათზე, 17 აპრილი, 2023 #LIVE
- შეიარაღებული ამბოხება სუდანში – შეტაკებები ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფებას შორის, ასობით გარდაცვლილი, თუ დაშავებული; თბილისი სუდანში მყოფი საქართველოს 30-მდე მოქალაქის უსაფრთხოდ გამოყვანას ცდილობს
- BBC-ის ფილმში „მისტერ ოფშორად“ მოხსენიებული კეზერაშვილი, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით საერთაშორისო თაღლითურ იმპერიას მართავს, საქართველოში შესაძლოა, ახალი ბრალდებების ობიექტი გახდეს – თავდაცვის სამინისტრო ჯარის კუთვნილი თანხების გამქრალ დოკუმენტებს ამ დრომდე ეძებს; საქმის დეტალები
- ქართველი პილიგრიმები ისრაელში – საგანგებო შეხვედრა იერუსალიმის საპატრიარქოში, ქართველი სასულიერო პირების მილოცვა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქს და ქართველი მომლოცველები თეოფილოს მესამესთან შეხვედრაზე