#მოამბე 21 საათზე, 16 თებერვალი, 2024 #LIVE

21:00, 16.02.2024
  • გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა შოვსა და ნერგეეთში დატრიალებული ტრაგედიების შესახებ – ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევა ადამიანური ზემოქმედების ფაქტორს გამორიცხავს; დამანგრეველი სტიქიის მთავარი მიზეზები, რისკები და რეკომენდაციები სტიქიური პროცესების პრევენციისთვის
  • ოპოზიცია 5%-იანი ბარიერის გადალახვის და პარლამენტში მოხვედრის გზებს ეძებს – პარტიების ნაწილი დამოუკიდებლად ბრძოლას აანონსებს, ნაწილი კი ალიანსების შექმნას გეგმავს, რომლის ლიდერადაც სალომე ზურაბიშვილი მოიაზრება, თუმცა გადაჯგუფების მიუხედავად, ერთობაზე თანხმობა ამ დრომდე ვერ ხერხდება
  • რთული ვითარება ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით – ავარიების გამომწვევი მიზეზები და საგანგაშო სტატისტიკა; ექსპერტები კანონში ცვლილებების და პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრობენ
  • სიმფონიური მუსიკის კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში – მოცარტისა და ჰაიდნის ნაწარმოებები თბილისის სიმფონიური ორკესტრის შესრულებით და დასის მზადება მუსიკის საღამოსთვის

მოამბე

მსგავსი