#მოამბე 21 საათზე, 16 თებერვალი, 2023 #LIVE
- ევროპარლამენტის ხმაურიან რეზოლუციას მმართველი გუნდი აბსურდულს უწოდებს და რიგი დეპუტატების მხრიდან ულტიმატუმის ენით საუბარს მიუღებლად მიიჩნევს – ოპოზიცია ევროპარლამენტართა გზავნილებს განსხვავებულად აფასებს
- ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ომში შესაძლოა, რუსეთს საკუთარი ქვეყნის შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს – მარგველაშვილის სკანდალურ განცხადებას მმართველი გუნდი სამარცხვინოს უწოდებს, ოპოზიციის ნაწილისთვის კი მისი გზავნილი შეურაცხმყოფელი და გამაოგნებელია
- დამანგრეველი მიწისძვრის შედეგები თურქეთში – ადამიანთა ტრაგიკული ისტორიები მიწასთან გასწორებულ ქალაქებში და ქვეყანაში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის გზავნილი
- სიმფონიური მუსიკის კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სცენაზე – ცნობილ მუსიკოსთა კოლაბორაცია და მზადება თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად