#მოამბე 21 საათზე, 16 თებერვალი, 2021 #LIVE
- პროკურატურის არგუმენტები და მანდატის გარეშე დარჩენილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე – პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუჩერა; საგამოძიებო ორგანომ მელიას პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის თანხმობა მიიღო; საქმის სამართლებრივი საფუძველი და პარლამენტის გადაწყვეტილება;
- დავით გარეჯის საქმე, ბრალდებულთა ჩვენება და მხარეთა პოზიციები – მოსამართლის გადაწყვეტილებით საქმეს ყველა წარდგენილი მტკიცებულება დაერთო; საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს დაიწყება; განაჩენის შესახებ მხარეთა მოლოდინები განსხვავებულია; პროკურატურა დავალების გამცემ პირებს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ პოტენციურ ბრალდებულთა წრე დადგენილია და მათთვის ბრალის წარდგენას გეგმავს;
- ქვეყნის ეპიდ-ვითარება და მზადება ვაქცინაციისთვის – ვაქცინაციის პირველი ეტაპის დაწყებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება; საქართველო „ფაიზერის“ პირველ დოზებს რამდენიმე კვირაში მიიღებს; სპეციალისტთა პროგნოზით, ქვეყანა მოსახლეობის 60%-ის იმუნიზაციას შეძლებს; პრევენციის მიზნით ხანგრძლივდება პირბადის ტარების ვადა და მკაცრდება სანქციები; კოვიდ-გადატანილი პაციენტების შესასწავლად 1 მარტიდან ინფექციური საავადმყოფო მასშტაბურ კვლევას იწყებს;
- გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ დაწყებული საგამომცემლო პროექტი „ქართველურ ენათა თვითმასწავლებელი“ და პირველი წიგნი „ვისწავლოთ მეგრული” – ტექსტები, დიალოგები და აუდიო მასალები, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიაში ჩაიწერა და ტელევიზიის მხარდაჭერა ქართველური ენების პოპულარიზაციის პროექტს; პროექტის ფარგლებში ლაზურისა და სვანურის თვითმასწავლებელიც გამოიცემა.