#მოამბე 21 საათზე, 16 სექტემბერი, 2021 #LIVE
- აშშ-მა ავსტრალიასთან და ბრიტანეთთან ბირთვული ტექნოლოგიების ხელშეკრულება გააფორმა – სამ ქვეყანას შორის შეთანხმებას პეკინი ჩინეთის წინააღმდეგ მიმართულ, უპასუხისმგებლო ქმედებად აფასებს
- ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობის ნორმალიზების ერთ-ერთი პირობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა – ევროპელ დეპუტატთა შეფასებები და ბრიუსელის გზავნილები მოსკოვს
- ორსულთა ინფიცირების მზარდი სტატისტიკა და უკიდურესად დაბალი მიმართვიანობა ვაქცინაციის მიმართ – მეან-გინეკოლოგთა რეკომენდაცია და რჩევები ორსულ ქალებს
- რუსთაველის თეატრის სეზონს რობერტ სტურუას „ჯილდო“ გახსნის – პანდემიის პირობებში მიმდინარე რეპეტიციები და ორი წლის განმავლობაში რადიკალურად შეცვლილი სპექტაკლი