#მოამბე 21 საათზე, 16 სექტემბერი, 2020 #LIVE
• „კოვიდ-19“-ის შემთხვევათა მორიგი ანტირეკორდი – 196 ინფიცირებული ბოლო დღე-ღამის განმავლობაში; აჭარა კვლავ დაავადების გავრცელების ეპიცენტრშია, რის გამოც რეგიონში ეპიდემიოლოგიური კონტროლი მკაცრდება; ჯანდაცვის სისტემა პანდემიის მეორე ტალღას უმკლავდება; ხელისუფლება მზარდი სტატისტიკის მიუხედავად მკაცრ კარანტინს არ განიხილავს
• ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს; ეროვნული ბანკი ტენდენციას პანდემიით გამოწვეულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს და ინტერვენციის მექანიზმის გამოყენებას გეგმავს; სპეციალისტთა აზრით ეროვნული ვალუტა გაუფასურების პიკზეა და წლის ბოლომდე კურსი მეტად აღარ დაეცემა
• სროლა საქართველოს რაგბის კავშირში; დაჭრილია მოქმედი მორაგბე, საინიციატივო ჯგუფის წევრი რამაზ ხარაზიშვილი; მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია; ფაქტზე გამოძიება დაიწყო – რა ხდება რაგბის კავშირში, რომლის ფინანსურ დოკუმენტაციას პროკურატურა იკვლევს
• ევროკავშირის პოლიტიკური გამოწვევები ახალ რეალობაში და ურსულა ფონ დერ ლაიენის გზავნილები ევროპარლამენტის ტრიბუნიდან; ევროკომისიის პრეზიდენტი კავშირის წევრ ქვეყნებს დიპლომატიაში სითამამისკენ და სანქციების დასაწესებლად პროცედურის გამარტივებისკენ მოუწოდებს – ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და პრიორიტეტები