#მოამბე 21 საათზე, 16 ოქტომბერი, 2024 #LIVE

21:00, 16.10.2024
  • ტელევიზიის ახალი შენობის გახსნა – მსოფლიო კლასის შენობა უნიკალური არქიტექტურით, ულტრათანამედროვე სტუდიებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურით; ახალი ნაგებობის პრეზენტაცია და შეფასებები
  • ისტორიული დღე საქართველოს პირველი ტელევიზიისთვის – 100 წელი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლობიდან, რომელსაც მაუწყებელი სრულიად ახალი, ინოვაციური პროექტით და თანამედროვე კონცეფციაზე აგებული მასშტაბური მედია ცენტრით ხვდება
  • სუს-ი აცხადებს, რომ არჩევნებამდე კონკრეტულმა პოლიტიკური ინტერესის მქონე ჯგუფებმა შესაძლოა, ფალსიფიკაციით მიღებული ყალბი ჩანაწერები გაავრცელონ, როგორც სუსი-დან გაჟონილი ინფორმაცია, რომლის მიზანიც საპროტესტო მუხტის ხელოვნურად აგორება და ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერების გაჩენაა – უწყების ინფორმაცია და პოლიტიკური შეფასებები
  • ევროკავშირში მიგრაციული პოლიტიკა კვლავ მწვავე უთანხმოების საგანია – ევროკავშირის ლიდერთა სამიტამდე ერთი დღით ადრე გაჟღერებული მოწოდებები მიგრანტთა მზარდი ნაკადის შესამცირებლად, არასამთავრობოთა განცხადებები ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფრთხეებზე და მხარეთა პოზიციები

მოამბე

მსგავსი