#მოამბე 21 საათზე, 16 ოქტომბერი, 2020 #LIVE
- საქართველოში „კოვიდ-19“-ით სიკვდილიანობის უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი დაფიქსირდა – ვირუსულმა ინფექციამ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 11 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; საგანგაშო ნიშნულზეა ინფიცირების მაჩვენებელიც; აჭარა კვლავ წითელ ზონად რჩება
- მთიან ყარაბაღში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები არ წყდება, ისევე როგორც მხარეთა ურთიერთბრალდებები; ბაქოს და ერევანს საკუთარი წითელი ხაზები აქვთ – სომხეთის ლიდერი სადავო ტერიტორიის თვითგამორკვევის უფლებაზე საუბრობს, ილჰამ ალიევი კი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არავითარ პირობებში არ დათანხმდება
- სახელმწიფო ტერიტორიების უცხო ქვეყნისთვის გადაცემის საქმის ანატომია და პოლიტიკური შეფასებები – თავდაცვის მინისტრი 1938 წლის რუკის მოძიების პროცესს იხსენებს და ყოფილ ხელისუფლებას სახელმწიფოს ღალატში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი თემის გააქტიურებას მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებს; მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საკითხი პარტიულობაზე მაღლა დგას
- ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის მიხედვით საპარლამენტო კონტროლის ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ მიღწეული პროგრესი საკმარისი არ არის; საია-ს კვლევა, რეკომენდაციები და პოლიტიკური შეფასებები