#მოამბე 21 საათზე, 16 ნოემბერი, 2020 #LIVE
• ოპოზიციის ნაწილი მეორე ტურზე მისულ ამომრჩეველს „სირცხვილის კორიდორებით“ ემუქრება – ექსპერტები პროცესის რადიკალიზაციაზე და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობენ; მოლაპარაკებების მიუხედავად, ოპოზიციური სპექტრი ბოიკოტის რეჟიმში რჩება და მეორე ტურში არ მონაწილეობს; ოპოზიციის გეგმები და პოლიტიკოსთა მუქარის შემცველი გზავნილები;
• არის თუ არა „სირცხვილის კორიდორების“ მოწყობა ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა, ქმნის თუ არა მიხეილ სააკაშვილის მოწოდებები ოპოზიციური ერთობის დღის წესრიგს და უშვებს თუ არა მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას – „დღის თემის“ შეკითხვებს სალომე სამადაშვილი და გიორგი ამილახვარი უპასუხებენ;
• არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს ჩატარდება – მმართველი გუნდი მეორე რაუნდისთვის ემზადება, ოპოზიცია კი პროცესში ჩართვას მხოლოდ ვადამდელი, ან რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში გეგმავს; „ევროპულმა საქართველომ“ პროტესტის ნიშნად საარჩევნო კომისიებიდან საკუთარი წევრები გაიწვია;
• ერევანში საპროტესტო აქციები არ წყდება – სომხეთის ოპოზიცია ნიკოლ ფაშინიანს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს და მის გადადგომას მოითხოვს; პარლამენტში მისული პრემიერი მთიან ყარაბაღში წარუმატებლობას პროცესში თურქეთის არმიისა და ტერორისტების ჩართულობას უკავშირებს; კონფლიქტის ზონაში რუსი სამშვიდობოები პატრულირებენ, თურქეთი კი სამხედროების გასაგზავნად ემზადება;
• ქვეყნის ეპიდ-სურათი კვლავ მძიმეა – ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 3 157 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 30 ადამიანი; სისტემა დამატებითი რეზერვების ასამოქმედებლად ემზადება; დაწესებული წერტილოვანი შეზღუდვები შესაძლოა კიდევ უფრო გამკაცრდეს; ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ვებ-გვერდს ქმნის, რომლის მიზანი გადატვირთული 112-ისა და უწყების ცხელი ხაზის გაუმჯობესებაა