#მოამბე 21 საათზე, 16 მარტი, 2023 #LIVE
- ვანო მერაბიშვილი უკრაინულ არხთან ინტერვიუში ქართული საზოგადოების უმადურობის ფენომენზე საუბრობს და უახლოეს მომავალში ხელისუფლების შესაცვლელად მასშტაბურ პროტესტს ელოდება – ყოფილი ძალოვანის პოლიტიკური რეინკარნაციის მცდელობა, განსხვავებული პოზიციები „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში და ოპოზიციის გეგმები
- მოლდოვაში საპროტესტო აქციები გრძელდება – ქვეყნის დედაქალაქში გამართული აქციის მონაწილეები ხელისუფლებას ზამთარში დაგროვილი გადასახადების სრულად დაფარვას სთხოვენ – დაკავებული დემონსტრანტები, შეზღუდული მოძრაობა კიშინიოვის ქუჩებში და მხარეთა პოზიციები
- ბოლო რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ბანკი გაკოტრდა, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ბანკი იყო – კრიზისი მსოფლიო საფინანსო ბაზარზე, უმსხვილესი ბანკების ჩამოშლის მიზეზი და მოლოდინები; სპეციალისტები აცხადებენ, რომ მსოფლიოში შექმნილი კრიზისი ქართული საბანკო სექტორის მდგრადობას საფრთხეს არ უქმნის
- საქართველოს „ევროვიზია 2023“-ზე ირუ ხეჩანოვი წარადგენს – საკონკურსო სიმღერის ვიდეო რგოლის პრემიერა პირველი არხის ეთერში, შემოქმედებითი ჯგუფის მოლოდინი და წარმატებული მომღერლის გზა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური კონკურსის დიდ სცენამდე