#მოამბე 21 საათზე, 16 მაისი, 2024 #LIVE
- საქართველოს პრემიერის ვიზიტი თურქეთში – დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში, შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან და აუდიენციაზე განხილული საკითხები; ირაკლი კობახიძისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის ერთობლივი განცხადებები და გზავნილები ანკარადან
- ევროპელი დეპუტატები და დასავლეთის სახელმწიფოთა პირველი დიპლომატები საპროტესტო აქციებზე – პროტესტის მხარდაჭერა, „ვარდების რევოლუციის“ სიმბოლიკა და გზავნილები; მმართველი გუნდი მეგობარ ქვეყანაში ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან ოპოზიციის ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობას გაუგონარსა და მიუღებელს უწოდებს
- ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრილი სლოვაკეთის პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – დაკავებულ თავდამსხმელს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა ემუქრება; ქვეყნის პრეზიდენტი ფაქტს დემოკრატიულ სისტემაზე თავდასხმად აფასებს, ძალოვანი უწყებები კი მომატებულ საფრთხეებზე საუბრობენ
- 17 მაისს საქართველო ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღეს აღნიშნავს – საპატრიარქო ოჯახისა და ტრადიციების პატივისცემას ფუნდამენტურ ფასეულობებს უწოდებს და აცხადებს, რომ ღირსეული ქვეყნის სიმტკიცე ამ ფასეულობების დაცვაზე დგას; მთავრობის გადაწყვეტილება 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადებასთან დაკავშირებით და დაგეგმილი მსვლელობები ქვეყნის მასშტაბით