#მოამბე 21 საათზე, 16 მაისი, 2023 #LIVE
- ოთხწლიანი ავიაემბარგოს შემდეგ პირველად, 20 მაისს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი გაფრინდება – რუსულმა კომპანია „აზიმუტმა“, რომელიც მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის რეისებს შეასრულებს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ქვეყნების ჩამონათვალიდან ამოიღო; აღდგენილი ფრენები, პოლიტიკური შეფასებები და სპეკულაციები საკითხის ირგვლივ
- საქართველოს პრემიერის ვიზიტი ისლანდიაში – ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტი, ქართული დელეგაციის დღის წესრიგი, ორმხრივი შეხვედრები ვიზიტის ფარგლებში და ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით მიმართვა რეიკიავიკის ლიდერთა სამიტის მონაწილეებს
- კორუფციული სკანდალი უკრაინაში – ქრთამის აღებაზე დაკავებული ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მასშტაბური კორუფცია უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გამოვლენილი უკანონო სარგებლის მიღების სქემა
- სასკოლო ექსკურსიების სეზონი განახლებული რეგულაციებით იწყება – განათლების სამინისტრომ პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, თუმცა უსაფრთხოების მოთხოვნები უცვლელი რჩება