#მოამბე 21 საათზე, 16 მაისი, 2022 #LIVE
- ქვეყნის პერსპექტივა ევროინტეგრაციის გზაზე – პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში, მაღალი დონის შეხვედრები და დასავლეთის მხარდამჭერი განცხადებები
- სასამართლომ ნიკა გვარამიას 3 წელი და 6 თვე მიუსაჯა – ბრალდებულის მხარდამჭერები პოლიტიკურ მოტივზე საუბრობენ, დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს; საქმის დეტალები
- კონკურენციის სააგენტო შუალედურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ იმპორტიორებს საწვავზე ფასების შემცირების რესურსი ჰქონდათ, მთავრობაში კი ფიქრობენ, რომ ფასების ზრდა საერთაშორისო ბაზარზე არსებულ რეალობასთან თანხვედრაში არ არის
- „ერისიონის“ გრანდიოზული წარმოდგენა დიდ საკონცერტო დარბაზში – „ქართული ლეგენდა“ ქართველი მაყურებლისთვის განახლებული პროგრამით ბრუნდება