#მოამბე 21 საათზე, 16 ივლისი, 2021 #LIVE

21:00, 16.07.2021

• აშშ-ის მწვავე გზავნილი ხელისუფლებას და პოლიტიკური შეფასებები – სახელმწიფო დეპარტამენტი უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დამტკიცებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილება 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება

• საგამოძიებო მოქმედებები 5 ივლისის საქმეზე და ჩხრეკა ძალადობრივი აქციის ორგანიზატორთა სახლებში – საგამოძიებო უწყებებში გადაყვანილი პირები მიმდინარე პროცესს საერთაშორისო ზეწოლას უკავშირებენ; მედია პლატფორმა „ალტ-ინფოს“ დაფინანსების წყაროს დადგენას ითხოვს

• უკიდურესად გართულებული ეპიდვითარება და კორონავირუსით გარდაცვლილი 21 დღის ჩვილი – ექიმები ორი ახალშობილის გადარჩენას ცდილობენ; სპეციალისტები აცხადებენ, რომ „დელტა“ ვარიანტი წლამდე ასაკის ბავშვების ჯანმრთელობას განსაკუთრებით აზიანებს

• გერმანიის კანცლერის ვიზიტი აშშ-ში და გზავნილები ვაშინგტონიდან – მერკელი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას გაზის ტრანზიტულ ქვეყნად განიხილავს და ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს გარემოება არ შეიცვალოს, ბაიდენი კი ნატოელ მოკავშირეებს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის აგრესიისგან დაცვას ჰპირდება

მოამბე

მსგავსი