#მოამბე 21 საათზე, 16 ივლისი, 2020 #LIVE

21:00, 16.07.2020
  • სომხეთ-აზერბაიჯანს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობა ომის ზღვარზეა, დაბომბვა გრძელდება; გავრცელებული ინფორმაციით – დასახლებულ პუნქტებშიც. ბაქოდან სომხეთს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვითაც დაემუქრნენ. თურქეთი ოფიციალურ ბაქოს უპირობო მხარდაჭერას უცხადებს
  • რუსული ლეგენდა სოკოს საკრეფად წასული საქართველოს მოქალაქის შესახებ – ზაზა გახელაძის დაჭრა-გატაცების რუსული ვერსია, რომლისაც საერთაშორისო საზოგადოებას არ სჯერა. დასავლეთის კრიტიკით გაღიზიანებული ჩრდილოელი მეზობლის რიტორიკა და ოფიციალური თბილისის პოლიტიკური შეფასებები
  • გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალი დეტალები – გარდაცვლილი ფეხბურთელის ახლო მეგობრის, ლუკა გოგავას ჩვენება, რომელიც შაქარაშვილის უბედური შემთხვევით გარდაცვალებას გამორიცხავს და გამოძიების კითხვები სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს
  • ქართველთა მონასტრის კვალი იორდანიაში – ბიზანტიური პერიოდის ნაგებობა თუ ჯვაროსნული პერიოდის ქართული მონასტერი. ქართული პროექტი, საქართველო-იორდანიის თანამშრომლობა და შიჰანის მთა პირველი დაზვერვითი ექსპედიციის მოლოდინში

მსგავსი