#მოამბე 21 საათზე, 16 დეკემბერი, 2022 #LIVE
- რატი ბრეგაძის ანგარიში მინისტრის საათის ფორმატში და მთავარი გზავნილები – კანონმდებელთა შეკითხვები, ოპოზიციის პროტესტი, ხმაური პარლამენტში და პოლიტიკური შეფასებები
- „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმაზე ვერ თანხმდება – ოთხი დეპუტატი შიმშილობს, ნაწილი მანდატების დატოვების შესახებ მოწოდებას არ ეთანხმება, მმართველი გუნდი კი პარტიას რადიკალურ ნაბიჯებს უწუნებს
- „აჭარა ტექსტილის“ შეკერილი სპორტული ტანსაცმლით მსოფლიოს 33 გუნდი და ნაკრები ასპარეზობს – ფინალში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას საფრანგეთის ნაკრებიც საქართველოში დამზადებული ფორმებით შეეცდება, მომდევნო სეზონზე კი ფორმებს სამეფო კლუბი „რეალ მადრიდი“ მოირგებს
- რუსუდან ფეტვიაშვილის ფერადი სამყარო არტ გალერეა „ნობლესში“ – მეუღლის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენა, ფერებისა და კომპოზიციების თამაშით მოყოლილი მომავლის იმედის ამბავი და შემოქმედი და-ძმის კოლაბორაციული ნამუშევრები