#მოამბე 21 საათზე, 15 თებერვალი, 2024 #LIVE
- „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას გეგმავს – პარტიის ახალი თავმჯდომარე აქტივის მობილიზაციას აანონსებს და დამაჯერებელი გამარჯვებისთვის ემზადება; მმართველი გუნდის სტრატეგია, პროგნოზი და პოლიტიკური შეფასებები
- არჩევნების მოახლოებასთან ერთად ოპოზიციის დაპირებების ნუსხა იზრდება – ხელისუფლება ოპონენტებს მათემატიკას უწუნებს და სპეკულაციებში ადანაშაულებს, ოპოზიციის ნაწილი კი კოლეგების სტრატეგიას აკრიტიკებს; მრავალფეროვანი დაპირებების პალიტრა და პოლიტიკური პოზიციები
- ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები საზღვარგარეთ უფასოდ, უკვე მსოფლიოს ექვს წამყვან კლინიკაში იმკურნალებენ – სიმსივნის დიაგნოზის მზარდი სტატისტიკა, პროგრამით გათვალისწინებული სერვისები და ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაცია ისრაელის კლინიკაში
- ფრონტის ხაზიდან დაბრუნებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი ხელმძღვანელი უაღრესად გართულებულ მდგომარეობაზე საუბრობს – ომში მყოფი ქვეყანა საერთაშორისო დახმარების მოლოდინში და დასავლეთის გზავნილები