#მოამბე 21 საათზე, 15 თებერვალი, 2023 #LIVE

21:00, 15.02.2023
  • უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე სკანდალურ ინტერვიუში აცხადებს, რომ სააკაშვილი და პოროშენკო დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად განიხილებოდნენ და მათთან უკრაინული სპეცსამსახურები მუშაობდნენ, რომლებიც „კაგებე“-ში შედიოდა – „ქართული ოცნება“ ინფორმაციას ფაქტების მორიგ დადასტურებად აფასებს
  • კუბილიუსის ულტიმატუმი საქართველოს ხელისუფლებას და თბილისის მწვავე რეაქცია – ევროდეპუტატი „ქართულ ოცნებას“ აფრთხილებს, სააკაშვილთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალოს და მითითებული წესებით ითამაშოს, წინააღმდეგ შემთვევაში კი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს; მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კორუფციაში ბრალდებულ ევროპარლამენტართა მუქარას სერიოზულად ვერ განიხილავს
  • სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ისტორიული ვიზიტი თურქეთში – შეხვედრა თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუს მადლობა დამანგრეველი მიწისძვრის დროს გაწეული დახმარებისთვის და ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების პერსპექტივა
  • დღეიდან, ონკოლოგიურ და ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო 800-მდე მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ამოქმედდა – ჯანდაცვის სამინისტრო ზღვრული ფასების შემოღებას სხვა სახის მედიკამენტებზეც გეგმავს და აცხადებს, რომ რეფორმა წამლებს 40%-ით გააიაფებს

მოამბე

მსგავსი