#მოამბე 21 საათზე, 15 ოქტომბერი, 2021 #LIVE

21:00, 15.10.2021
  • საქართველოში ეპიდემიის მეხუთე ტალღა ძალებს იკრებს – ჰოსპიტალიზირებულ პაციენტთა აბსოლუტური უმრავლესობა აუცრელია; ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის სტატისტიკაში ბავშვების რაოდენობაც იმატებს; უკიდურესად გართულებული ეპიდ-ვითარება და სპეციალისტთა შემაშფოთებელი პროგნოზები
  • აქცია თავისუფლების მოედანზე, მიხეილ სააკაშვილის მორიგი გზავნილი მხარდამჭერებს და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები – სააკაშვილისთვის თავისუფლების მიღების გზა ყოველდღიურ აქციებზე და ემიგრანტთა ჩამოსვლაზე გადის, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ აქციები მისი გათავისუფლების მიზეზი ვერ გახდება
  • დსთ-ს მეთაურთა საბჭოს სხდომა ორგანიზაციის 30 წლისთავთან დაკავშირებით და ვიდეო-კონფერენციის ფორმატში განხილული საკითხები – სომხეთ-აზერბაიჯანი მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს; ლიდერებმა სამხედრო ტყვეების დაბრუნებისა და დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკების გადაცემის საკითხიც განიხილეს
  • ევროპის მაუწყებელთა კავშირის დელეგაცია ოთხდღიანი ვიზიტის დასასრულს აცხადებს, რომ საქართველოს პირველ არხზე უამრავი პოზიტიური ცვლილებაა – დელეგაციის შეფასებით, არხზე ბევრი ინოვაციური, შინაარსობრივად მნიშვნელოვანი სამუშაო და საინტერესო პროექტი ხორციელდება, რომლებსაც საქართველოს პირველი არხის მაგალითზე სხვა ქვეყნებში გამოიყენებენ

მოამბე

მსგავსი