#მოამბე 21 საათზე, 15 ოქტომბერი, 2020 #LIVE
- კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში – 919 ახალი შემთხვევა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში; აჭარაში კოვიდინფექციით 41 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, რომელიც უსიმპტომო იყო და კოვიდ-სასტუმროში მკურნალობდა; ინფიცირების რეკორდული რიცხვი დაფიქსირდა თბილისში; კოვიდინფიცირებულთა მართვაში კერძო სადაზღვევო კომპანიები ერთვებიან
- ევროპა ეპიდემიის მეორე ტალღის ეპიცენტრშია – კონტინენტზე ბოლო ათი დღის განმავლობაში ერთი მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა; საფრანგეთში ხვალიდან საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, საღამოს 9 საათის შემდეგ კი კომენდანტის საათი იმოქმედებს; რეგულაციებს ამკაცრებენ გერმანია, იტალია, პოლონეთი და ჩეხეთი; ვითარება რეგიონის ქვეყნებშიც კრიტიკულია
- დავით გარეჯის წინამძღვრის დეტალური ჩვენება პროკურატურას – არქიმანდრიტი ილარიონი 2006-2007 წლებში საზღვრებთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას არასწორად მიიჩნევს; სინოდის წევრთა ნაწილის პოზიციისგან განსხვავდება საპატრიარქოს დღევანდელი განცხადებაც; ბრალდებულ ილიჩოვას ადვოკატი საქმის ახალ მასალებს გაეცნო, სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი ვრცელ ჩვენებაში 2005 წლის უშიშროების სხდომის დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ სხდომის შემდეგ, რომელსაც სააკაშვილი ესწრებოდა, აზერბაიჯანს ოფიციალური წერილი გაეგზავნა
- ფართომასშტაბიანი ომის მე-18 დღეს მთიან ყარაბაღში ვითარება უცვლელი რჩება – ამ დრომდე ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი და იზრდება მსხვერპლის რაოდენობა; საბრძოლო მოქმედებების შესაწყვეტად მხარეები კვლავ საკუთარ პირობებს აყენებენ