#მოამბე 21 საათზე, 15 ნოემბერი, 2024 #LIVE

21:00, 15.11.2024
  • ვნებათაღელვა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტთან – ადმინისტრაციის შენობის ეზოში შეჭრილი დემონსტრანტები და აქციის დაშლა; შეწყვეტილი სხდომა და უკან გაწვეული საინვესტიციო შეთანხმება რუსეთ-აფხაზეთს შორის; თვითგამოცხადებული ოპოზიციის ფრთხილი მანევრირება რუსეთის მიმართ და თბილისის პოზიცია
  • ქუჩაში გასული ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტირების საერთო გეგმაზე ვერ თანხმდება – „ძლიერი საქართველო“ მიზნის მისაღწევად განსხვავებული გზების შეერთებას ცდილობს და კოლეგებს ახალ სტრატეგიას სთავაზობს, რასაც გახარიას პარტია რიტუალს უწოდებს; მანდატებზე უარის თქმით ლეგიტიმაციის პრობლემის შექმნის მცდელობას მმართველი გუნდი სამართლებრივ აბსურდად მიიჩნევს
  • ლერი ხაბელოვის მეოთხე ვადით არჩევა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად; ქართული სპორტის საუკეთესო წარმომადგენელთა დაჯილდოება სხვადასხვა ნომინაციაში, კომიტეტის ჯილდო პირველ არხს და სპეციალური პრიზი ტელევიზიის კომენტატორებს – საზეიმო ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია
  • ერთი დღე საბავშვო ევროვიზია 2024-ის ფინალამდე – 17 ქვეყნის წარმომადგენელი მადრიდში, გენერალური რეპეტიციები და ანდრია ფუტკარაძის საკონკურსო სიმღერა; ხმის მიცემა ევროვიზიის ოფიციალურ ვებ გვერდზე და მოლოდინები

მოამბე

მსგავსი