#მოამბე 21 საათზე, 15 ნოემბერი, 2023 #LIVE
- სახელმწიფო უწყებებისგან თავისუფალ საზოგადოებრივ მაუწყებელს დაფინანსების წესი ეცვლება – არხის მენეჯმენტი ქვეყნის მთავარი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელყოფის რისკზე საუბრობს, ევროპის მაუწყებელთა კავშირი კი ტელევიზიის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის საფრთხეს ხედავს და შეშფოთებას გამოთქვამს; „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივა და კანონპროექტის დეტალები, რომელსაც ოპოზიციის მხარდაჭერა აქვს
- საარჩევნო ბარიერის დაწევის საკითხი დახურულია – „ქართული ოცნება“ 5%-იან საარჩევნო ბარიერს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკური რისკების დამაბალანსებლად მიიჩნევს და პირველი მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს აღარ განიხილავს; ბარიერის დაწევის მოთხოვნა, მმართველი გუნდის პასუხი და პოლიტიკური შეფასებები
- ქართულ სამედიცინო ისტორიაში პირველად, აქონდროპლაზიით დაავადებულ ოთხ ბავშვს „ვოზორიტიდის“ პირველი დოზა გაუკეთდა – ინექციის პროცესმა გვერდითი მოვლენების გარეშე ჩაიარა; ბენეფიციარები დღევანდელ დღეს ორმაგ გამარჯვებას უწოდებენ
- საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში, ისრაელის ოპერაცია „ჰამასის“ წინააღმდეგ და საერთაშორისო საზოგადოების მწვავე განცხადებები – „წითელი ჯვარი“ და გაერო ალ-შიფას საავადმყოფოში ისრაელის სამხედრო ქმედებებს გმობენ, თეთრი სახლი კი აცხადებს, რომ „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ ღაზის უმსხვილეს ჰოსპიტალში იარაღს ინახავენ და სამეთაურო ცენტრს იქიდან მართავენ