#მოამბე 21 საათზე, 15 ნოემბერი, 2022 #LIVE
- თბილისში ვიზიტად მყოფი ოლივერ ვარჰეი საქართველოს მკაფიო პროგრესზე საუბრობს და ქვეყანას სანდო პარტნიორს უწოდებს – პოზიტიური გზავნილებით უკმაყოფილო ოპოზიციის ნაწილი ევროკომისარს აკრიტიკებს, ნაწილი კი პუტინის მთავარ მოკავშირედ მოიხსენიებს
- „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ სადავო კანონპროექტი და პოლიტიკური შეფასებები – ევროკომისარი ვარჰეო აცხადებს, რომ რეკომენდაციებში გაწერილი კრიტერიუმები არც ერთ კონკრეტულ ადამიანს არ ეხება; ოპოზიცია ევროპელ ლიდერს განცხადებას უწუნებს
- მთავრობის ახალი შეთავაზება ბიზნესს – განახლებადი ენერგიის სქემა, დაფინანსების ახალი მოდელი სექტორში და პირველი აუქციონი ენერგოობიექტების შესაქმნელად
- „დიდი ოცეულის“ სამიტის გახსნა – შეხვედრის მთავარი საკითხები, მსოფლიო ლიდერთა დღის წესრიგი და გზავნილები კუნძულ ბალიდან