#მოამბე 21 საათზე, 15 მარტი, 2024 #LIVE

21:00, 15.03.2024
  • მინისტერიალი ბაქოში და რეგიონის სამი ქვეყნის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის პირველი დიპლომატების შეხვედრა – „შუა დერეფნის“ მომავალი და სავაჭრო-ენერგეტიკული პროექტები; სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მსჯელობა რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. „მოამბე“ ბაქოდან
  • ხუთი მოსამართლე უზენაესი სასამართლოს ოფიციალური განცხადების საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს და „ვეტინგის“ მოდელს სრულად იზიარებს – მმართველი გუნდი აცხადებს, რომ მოსამართლეთა აღნიშნული ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობისგან“, თუ მესამე სექტორისგან დავალებულია და მათი პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს; მხარეთა პოზიციები
  • ღაზას სექტორში გასულ ღამეს ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში 29 პალესტინელი დაიღუპა, 155 კი დაშავდა – ისრაელი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს და მომხდარში „ჰამასს“ ადანაშაულებს; აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერი ისრაელში არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდის, რასაც თელ-ავივი მწვავე განცხადებით პასუხობს
  • 150 000 პენსიონერს საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 6%-ით შეუმცირდა – ცვლილება სასესხო ხელშეკრულებებში ავტომატურად აისახება და პენსიონერებს ბანკში მისვლა არ მოუწევთ; საპროცენტო განაკვეთების ეტაპობრივი კლების ტენდენცია და შეფასებები

მსგავსი