#მოამბე 21 საათზე, 15 მარტი, 2023 #LIVE

21:00, 15.03.2023
  • ვენეციის კომისიის დასკვნა ორ კანონპროექტზე – საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიღებული შეფასებები და ქართული პოლიტიკური სპექტრის მიერ განსხვავებულად წაკითხული რეკომენდაციები
  • ევროპარლამენტის დებატები თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით – ევროდეპუტაციის ნაწილი ქართველი ხალხის და ხელისუფლების მიზნებს მიჯნავს, ნაწილი კი ევროპას საქართველოსადმი მიდგომას უწუნებს და უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის დაგმობის გამო ევროკავშირს ფარისევლობაში ადანაშაულებს
  • შავ ზღვაში ჩამოგდებული ამერიკული სადაზვერვო დრონი და აშშ-რუსეთის ურთიერთბრალდებები – თეთრი სახლი აცხადებს, რომ უპილოტო თვითმფრინავის ჩამოგდება რუსული თვითმფრინავის მიერ მიყენებული დაზიანების შემდეგ მოუწიათ, კრემლი კი ინციდენტს პროვოკაციას უწოდებს, რომლის მიზანიც რუსეთის დადანაშაულება იყო
  • თბილისის მერია საკრებულოს წარუდგენს ისტორიულ უბნებში არსებული შენობა-ნაგებობების ჩანაცვლება-რეაბილიტაციის ორ პროგრამას, რომელმაც ათასობით ავარიული სახლის პრობლემა უნდა მოაგვაროს – გეგმის დეტალები და ბიზნეს-სექტორის პოზიცია

მოამბე

მსგავსი