#მოამბე 21 საათზე, 15 მაისი, 2024 #LIVE
- თავდასხმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე – ქალაქ ჰანდლოვაში მთავრობის სხდომის შემდეგ მომხდარი გასროლა, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი რობერტ ფიცოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და საერთაშორისო გამოხმაურებები
- ოპოზიცია აქციების დაგეგმვა-ორგანიზების ხელში აღებას ცდილობს – ხელისუფლების ოპონენტთა მთავარი პოლიტიკური ამოცანა ერთიანი ოპოზიციური ფრონტის ფორმირებაა; ცალკეული ლიდერები ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას დეკლარირებენ. ოპოზიციის მთავარი მოკავშირე პრეზიდენტი ხდება, რომელიც თანამოაზრეებს ერთიანი პლატფორმის ხელმძღვანელობას სთავაზობს; პრეზიდენტისა და ოპოზიციის გეგმები, მოკავშირეობის სტრატეგია, მიზნები და მხარეთა პოზიციები
- პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ვეტო და შეფასებები – სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ რეზონანსულ კანონს ვეტოს დაადებს, თუმცა მოტივირებულ შენიშვნებს არ წარმოადგენს, რასაც კონსტიტუციონალისტები სამართლებრივად შეუძლებელს უწოდებენ; უმრავლესობა პრეზიდენტს ურჩევს, ქვეყნის უზენაესი კანონი აღარ დაარღვიოს
- დასავლელი პარტნიორების გამოხმაურება და განსხვავებული პოზიციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით – მოკავშირეების ნაწილი კანონის ცვლილებას დასაშვებად მიიჩნევს, ნაწილი კი მის უპირობო გაწვევას ითხოვს