#მოამბე 21 საათზე, 15 ივლისი, 2024 #LIVE

21:00, 15.07.2024
  • დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა, მიმდინარე გამოძიება და დეტალები – თავდასხმის მოტივი ამ დრომდე არ სახელდება; ქვეყნის საიდუმლო სამსახური, რომელიც კანდიდატის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, ამერიკული საზოგადოების კრიტიკის ობიექტია; დეპუტატები უწყებისგან პასუხს ითხოვენ
  • „ქართული ოცნების“ კვლევის მიხედვით 474 არასამთავრობო ორგანიზაციიდან 400-ზე მეტს პროექტებთან დაკავშირებით საგრანტო მონაცემები და დახარჯული თანხის დეტალები მითითებული არ აქვს – მმართველი გუნდი უცხოური თანხების პოლიტიკური პროცესებისთვის განკარგვაზე საუბრობს; მესამე სექტორის ნაწილი გრანტების შესახებ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობას აღარ უარყოფს
  • ოპოზიცია სტრატეგიულ ნაბიჯებს ბრიუსელში წერს – „ერთიანობის დეკლარაციის“ ხელმომწერი პარტიები არ მალავენ, რომ პროცესის ორგანიზებაში EPP და ცალკეული ევროპარლამენტარები იყვნენ ჩართული, რომლებთან შეთანხმებითაც არჩევნებში ხმების დაცვა, შემდგომ კი მმართველი კოალიციის ჩამოყალიბება და ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატზე შეთანხმება დაევალათ; მმართველი გუნდი ქვეყნის გარედან მართულ ოპოზიციას კრახს უწინასწარმეტყველებს
  • ლაგოდეხის ბლუზის ფესტივალს 2022 წლის კოკო ტეილორის სახელობის ჯილდოს მფლობელი დემეტრია ტეილორი გახსნის – ნამდვილი ამერიკული ბლუზის დღეები, ლეგენდარული შემსრულებლები, მრავალფეროვანი პროგრამა და მოგზაურობა ბლუზის სამყაროში

მოამბე

მსგავსი