#მოამბე 21 საათზე, 15 ივლისი, 2020 #LIVE

21:00, 15.07.2020
  • სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი – მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების ეპიცენტრი, დაბომბილი პოზიციები და გარდაცვლილები; ბაქოში ათასობით ადამიანი სომხეთთან სრულმასშტაბიან ომს ითხოვს, საერთაშორისო საზოგადოება კი მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს
  • ახალი დეტალები გიორგი შაქარაშვილის საქმეში – გამოძიებამ დაადგინა, რომ საქმეში კიდევ სამი ავტომობილი ფიგურირებს; გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახი დაკავებულთა ბრალის დამძიმებას ითხოვს, ადვოკატები კი ბრალის დამძიმების საფუძველს ვერ ხედავენ. საქმის ახალი დეტალები და მოწმეთა ჩვენებები
  • დედაქალაქში კიდევ ერთი ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება – თბილისის მერია პეკინის გამზირის და მიმდებარე ტერიტორიების განტვირთვას გეგმავს, ადგილობრივი მოსახლეობა პარკირების უფასო ზონით ისარგებლებს; მოქალაქეებისა და ექსპერტთა შეფასებები
  • ქვეყნის სავიზიტო ბარათი, 60 ჰექტარზე გადაჭიმული რეკრეაციული სივრცე ზღვასა და მთას შორის – ხელოვნური ტბა, ეგზოტიკური ფრინველები და ცხოველები, წვერმაღალა, სამასწლოვანი და ენდემური ჯიშის გიგანტური ხეები… შეკვეთილში დენდროლოგიური პარკი ოფიციალურად გაიხსნა, რომლის დათვალიერება უფასოდ შეგვიძლია; ჭაობით დაფარული ტერიტორიის პარკად ქცევის იდეა და პროექტის ფინანსური მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის

 

მსგავსი