#მოამბე 21 საათზე, 15 დეკემბერი, 2021 #LIVE
- აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დღის წესრიგი და საქართველო დეკლარაციის მოლოდინში – ასოცირებული ტრიო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ელის
- ნატო-ს მკაფიო გზავნილები რუსეთის გააქტიურებული მუქარის ფონზე – საქართველოს პრემიერის გამოსვლა და ოფიციალური თბილისის მოლოდინები
- ბერლინის სასამართლომ ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა – სასამართლო აცხადებს, რომ ხანგოშვილის ლიკვიდაციის ბრძანება რუსეთის სამთავრობო უწყებამ გასცა
- საბავშვო ევროვიზიის მონაწილეთა პირველი რეპეტიცია „ლა სენ მიუსიქალის“ დარბაზში და ქართველი კონკურსანტი – 19 დეკემბერს ფინალის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს