#მოამბე 21 საათზე, 15 აპრილი, 2021 #LIVE

21:00, 15.04.2021

• პრემიერის დავალებით „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებთან დიალოგი იწყება – დიალოგის მოლოდინში აქციები გრძელდება, აქტივისტები საკუთარ მოთხოვნებს აყენებენ

• აშშ ყველაზე ხანგრძლივ ომს ასრულებს – ავღანეთს ამერიკელ და ნატოს მოკავშირე ქვეყნების ჯარისკაცებთან ერთად ქართველი სამხედროებიც დატოვებენ; ისტორიული პროცესი და საქართველოს კონტრიბუცია სამშვიდობო მისიაში

• სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და ბაიდენის ადმინისტრაციის მხარდაჭერა უკრაინას – რუსეთი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრება

• ვაქცინაციის დაბალი ტემპი და ქვეყნის გაუარესებული ეპიდ-სურათი – მეორე ტალღის შემდეგ, დადებითობის დღიურმა მაჩვენებელმა 3%-იან ნიშნულს დღეს პირველად გადააჭარბა

მსგავსი