#მოამბე 21 საათზე, 14 თებერვალი, 2024 #LIVE

21:00, 14.02.2024
  • ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებისთვის გადაჯგუფებას და გაერთიანებას გეგმავს, თუმცა ერთობის კონტურები ამ დრომდე არ ჩანს – მმართველი გუნდი კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივას და რეალობისგან აცდენილ ოპოზიციურ ოცნებას სკეპტიკურად უყურებს
  • საგარეო უწყებამ გეგმის შესაბამისად, არჩევნებზე ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად მოიწვია; ცესკო პროცესის საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარების პირობას დებს; „ნაციონალური მოძრაობა“ დამკვირვებელთა მოწვევას საკუთარ აქტიურობას უკავშირებს, რასაც „ქართული ოცნება“ სპეკულაციას უწოდებს – მზადება არჩევნებისთვის, ოპოზიციის მოთხოვნები და პოლიტიკური სპეკულაციები
  • ომი უკრაინაში და ორმხრივი საბრძოლო მოქმედებები – უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატება, რუსეთის სამხედრო ფლოტის დანაკარგი და ფართომასშტაბიანი ომის გაგრძელების პერსპექტივა სამხედრო, თუ პოლიტიკური ფაქტორების გათვალისწინებით
  • პარლამენტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ შესახებ კანონპროექტის განხილვებს იწყებს – შენიშვნები და პოლიტიკური განცხადებები მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული დოკუმენტის შესახებ; შეზღუდვები, ვალდებულებები და საჯარიმო სანქციები

მოამბე

მსგავსი