#მოამბე 21 საათზე, 14 ოქტომბერი, 2021 #LIVE
- აქცია თავისუფლების მოედანზე – ქართული და ევროპული სასამართლო განაჩენების მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული აქტივისტები და მხარდამჭერები მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ
- მოსკოვის პროვოკაციული განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შემდეგ და თბილისის მწვავე პასუხი – საქართველოსთვის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. დელიმიტაცია-დემარკაცია მიუღებელია და საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციაა
- ქვეყანაში ეპიდემიის მეხუთე ტალღა მოსალოდნელზე ადრე დაიწყო, თუმცა ვაქცინაციაზე მიმართვიანობა ყოველდღიურად მცირდება – ექიმები მოქალაქეებს სთხოვენ, ვაქცინის გაკეთებით საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადარჩენაში წვლილი შეიტანონ
- ნორვეგიის ქალაქი კიონგსბერგი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია – მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა, 2 კი მძიმედ დაჭრა; თავდამსხმელი დაკავებულია; ქვეყნის უსაფრთხოების სააგენტო მომხდარს ტერორისტულ აქტს უკავშირებს; განიხილება პოლიტიკური მოტივიც