#მოამბე 21 საათზე, 14 ნოემბერი, 2023 #LIVE

21:00, 14.11.2023
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილს ჩინეთის ლიდერი არ უგულისხმია – პუტინისა და სი ძინპინის გასამართლების საკითხზე დასმული კითხვა, სალომე ზურაბიშვილის მიერ ერთ კონტექსტში მოხსენიებული ორი ლიდერი და პოლიტიკური შეფასებები
  • ოპოზიციის ნაწილი სანქციებს ითხოვს – მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ვაშინგტონში პარტნიორებთან ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დასანქცირების საკითხს განიხილავდა; მოახლოებული საარჩევნო წელი, ოპოზიციის სტრატეგია და ოპონენტებთან ბრძოლის ტაქტიკა ეროვნული ინტერესების სახელით
  • დასავლეთში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და დაფინანსებაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ისმის – ბერლინი კიევისთვის დაპირებული შეიარაღების გაზაფხულზე მიცემას შეუძლებლად მიიჩნევს, ბრიუსელი კი პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებს; ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯო ბაიდენის მრჩეველი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ უკრაინის დაფინანსებისთვის ფანჯარა იხურება
  • შემოდგომის მიწურულს თბილისი საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს – ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მასშტაბური კინოფორუმი საქართველოს დედაქალაქში, მრავალფეროვანი პროგრამა და ქართული, თუ ევროპული ფილმები კონტინენტის სხვადასხვა ქვეყნიდან

მოამბე

მსგავსი