#მოამბე 21 საათზე, 14 მარტი, 2024 #LIVE
- სასამართლოში ვეტინგის სისტემის დანერგვას ოპოზიციასთან ერთად ახლა უკვე არასამთავრობოთა ნაწილიც ითხოვს, რასაც პრემიერი კონსტიტუციასთან შეუსაბამოს უწოდებს და უარით პასუხობს – მმართველი გუნდი მოთხოვნას დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე თავდასხმად აფასებს, პარლამენტის თავმჯდომარე კი დონორი ორგანიზაციების პასუხისმგებლობაზეც საუბრობს
- „ნაციონალური მოძრაობა“ აქცენტის სოციალურ საკითხებზე გადატანის სტრატეგიას განაგრძობს – ოპონენტთა ტაქტიკის მიღმა მმართველი გუნდი პიარ-ტექნოლოგ როზნერის და სოლიდური თანხებით დაფინანსებული კამპანიის კვალს ხედავს, ოპოზიციის ნაწილი კი ლგბტ პროპაგანდაზე პოზიციის დაფიქსირებიდან გაქცევის მცდელობაზე საუბრობს
- სამტრედიის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ძლიერი აფეთქების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება – დაზარალებული ოჯახები დიდუბის რაიონის გამგეობამ დროებით სასტუმროებში გადაიყვანა; კორპუსის გამაგრება-მოწესრიგებას დედაქალაქის მერია უზრუნველყოფს; საქმეზე მიმდინარე გამოძიება და თვითმხილველთა პოზიციები
- ერევანი საგარეო ვექტორის გაძლიერებას დასავლეთში ცდილობს, რასაც ევროპარლამენტი რეზოლუციით ეხმიანება და სომხეთისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე საუბრობს – ერევნის პოზიციონირებას კრემლი უარყოფითად აფასებს; აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებამდე სომხეთში სტაბილური მშვიდობის საკითხი კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას