#მოამბე 21 საათზე, 14 ივლისი, 2020 #LIVE
- აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, საქართველოს სიახლოვეს, ვითარება უკიდურესად დაძაბულია, არის მსხვერპლი, მხარეები კი კონფლიქტის ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ; საერთაშორისო საზოგადოება სომხეთსა და აზერბაიჯანს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს – კონფლიქტის ისტორია და დასავლეთის გზავნილები
- უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს პრორუსული ხელისუფლების მოშორება უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესებშია – უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის ხმაურიანი განცხადება და ოფიციალური კიევის პოზიცია
- „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონი მთავრობას უფლებას აძლევს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე გარკვეული შეზღუდვები 2021 წლის პირველ იანვრამდე დააწესოს – ოპოზიციის წინააღმდეგობა და ხელისუფლების არგუმენტები
- ნოდარ დუმბაძის იუბილე და „ნოდარ ბაბუს ლექსები“ პატარებს – მწერლის მთელი საბავშვო პოეზია, 80 ლექსი და ერთი პოემა ილუსტრირებულ გამოცემაში, დიდი ქართველის ცხოვრება და შემოქმედება რეალური გმირებით