#მოამბე 21 საათზე, 14 დეკემბერი, 2023 #LIVE

21:00, 14.12.2023
  • ევროპული საბჭოს ისტორიული სამიტი და გადამწყვეტი მოლაპარაკებები ბრიუსელში – დასავლელ ლიდერთა გზავნილები, ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა და საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინში
  • სალომე ზურაბიშვილი მედიასთან მორიგ ინტერვიუში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე უარი არ უთქვამს – წინამორბედის მიმართ დროდადრო შერბილებული რიტორიკა და ორ წელიწადში შეცვლილი მკაფიო პოზიცია; ყოფილ ოპონენტთა ინტერესებთან თანხვედრის მოტივები და პოლიტიკური შეფასებები
  • ბრალდებები და სკანდალური საქმეები აშშ-ის მოქმედი, თუ ყოფილი პრეზიდენტების წინააღმდეგ – წარმომადგენელთა პალატამ ჯო ბაიდენის საიმპიჩმენტო გამოძიების ოფიციალურად დაწყებას მხარი დაუჭირა, ხოლო ვიდრე დონალდ ტრამპი იმუნიტეტთან დაკავშირებულ საკითხს ასაჩივრებს, ამერიკელმა მოსამართლემ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებული საქმე შეაჩერა
  • ნოდარ გაბუნიას 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ კულტურულ ცენტრში – მე-20 საუკუნის გამორჩეული კომპოზიტორის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, მუსიკალური ნაწარმოებები და სპექტაკლების, თუ კინოფილმებისთვის შექმნილი მუსიკა საიუბილეო საღამოზე

მოამბე

მსგავსი