#მოამბე 21 საათზე, 14 დეკემბერი, 2022 #LIVE
- ევროპარლამენტის კრიტიკული ანგარიში, დებატები და დეპუტატთა განსხვავებული პოზიციები საქართველოს პროგრესის და სააკაშვილის საკითხის შესახებ – ქართული პოლიტიკური სპექტრი ბრიუსელის გზავნილებს ასევე განსხვავებულად აფასებს
- მიხეილ სააკაშვილის სასამართლო ხმაურის ფონზე და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმები – მსჯავრდებულმა შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა პოზიცია რამდენიმე საათში შეცვალა; ნიკა მელია ოპოზიციის საპარლამენტო დეპუტაციას მანდატების დატოვებისკენ მოუწოდებს
- „საშობაო სიმღერის“ პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში – საბავშვო მიუზიკლი პროფესიონალი მსახიობებისა და ბავშვთა ვოკალურ-ქორეოგრაფიული გუნდის მონაწილეობით და ყველასათვის საყვარელი საშობაო სიმღერები