#მოამბე 21 საათზე, 14 დეკემბერი, 2020 #LIVE
• „სამართლიანი არჩევნების“ არითმეტიკა და დაგვიანებით აღიარებული შეცდომა – ორგანიზაციას, რომელმაც პარალელური დათვლის შედეგებში დაშვებული ხარვეზები 41 დღის შემდეგ აღიარა, მმართველი პარტია მანიპულაციაში ადანაშაულებს; უხეში შეცდომა თუ მანიპულაცია – როგორ დაითვალა ხმები „სამართლიანმა არჩევნებმა“, რომელმაც ქვეყნის პოლიტიკური დღის წესრიგი შეცვალა;
• ოპოზიცია მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინშია – პარტიების ნაწილი სიების ჩახსნას და მანდატების დათმობას არ ჩქარობს, ნაწილი კი შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გადაწყვეტილების შეცვლას აანონსებს; ოპოზიციის სტრატეგია და მოლოდინები;
• აშშ-ი კომპანია ფაიზერის ვაქცინის პირველ დოზას იღებს, ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი კი მსოფლიოს ამცნობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ფორმა დაფიქსირდა; ეპიდემია, როგორც მსოფლიოს გამოწვევა და ევროპული შობა პანდემიის პირობებში;
• ქვეყანა ტელევიზიის გამორჩეულ ტელე-სახეს, დონარა კინწურაშვილს ემშვიდობება – ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი პირველი სახე, რომელიც ცისფერ ეკრანზე თითქმის, ნახევარი საუკუნის განმავლობაში დარჩა, ტელეწამყვანის გზა და ისტორია, რომელიც ტელევიზიის პირველმა თაობამ შექმნა.