#მოამბე 21 საათზე, 14 აპრილი, 2023 #LIVE
- კეზერაშვილი, რომელიც BBC-ის ფილმში თაღლითური სქემის ორგანიზატორად სახელდება, „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული – საგამოძიებო ფილმი ევროპელ პენსიონერთა ძარცვის შესახებ, გაშიფრული თაღლითური სქემა და დაზარალებულთა ისტორიები; კეზერაშვილთან კავშირში მყოფი ოპოზიცია პოლიტიკური აქცენტების გადატანას ცდილობს
- პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი დააკავეს – გამოძიება 21 წლის ჯეკ ტეიშეირას ეროვნული თავდაცვის საიდუმლო ინფორმაციის შენახვა-გადაცემას ედავება; სანქცირებული ოპერაცია ნორტ დაიტონში, გამოძიების დეტალები და განცხადებები
- ქართული ენის დღეს – 45 წელი 14 აპრილის უპრეცედენტოდ ხალხმრავალი მანიფესტაციიდან, ქართველთა გამარჯვების ისტორია საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ და საერთაშორისო პარტნიორთა მილოცვა ქვეყანას
- ვია დოლოროსა – გზა გოლგოთისკენ – ტრადიციული რიტუალი წმინდა მიწაზე, პილიგრიმთა მსვლელობა უფლის მიერ ჯვარცმამდე განვლილ გზაზე და ქრისტიანული სამყარო ზეციური ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინში; „მოამბე“ იერუსალიმიდან