#მოამბე 21 საათზე, 13 თებერვალი, 2024 #LIVE
- ისრაელის სამხედრო ოპერაცია რაფაჰში – მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში, ისრაელის მიერ წარმოებული ოპერაციებით შეშფოთებული დასავლეთი და გამკაცრებული ტონი თელ-ავივის მიმართ
- შეხვედრა ერგნეთში – მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდის დღის წესრიგი, ოფიციალური თბილისის მოთხოვნები და არაღიარებული რეჟიმის პროვოკაციული განცხადებები
- „ლელოს“ გამკაცრებული ტონი და მამუკა ხაზარაძის ხმამაღალი განცხადებების მიზანი – ხელისუფლებაში მოსვლის შესახებ „ლელოს“ ამბიციურ განაცხადს თავად ოპოზიციონერი კოლეგები აკრიტიკებენ, მმართველი გუნდი კი ბიძინა ივანიშვილის ქვეყნიდან გაძევების გზავნილს რეპრესიების დაანონსებას უწოდებს
- გამოთხოვება სოსო ჯაჭვლიანთან – ხელოვანის შემოქმედებითი გზა და საყვარელი მსახიობის ტაშით გაცილება ქაშვეთის ტაძრის ეზოში