#მოამბე 21 საათზე, 13 ოქტომბერი, 2021 #LIVE

21:00, 13.10.2021
  • საქართველოს მომავალ კვირაში აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეწვევა – ამერიკელი მაღალჩინოსნის აღმოსავლეთ ევროპული ტურნე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა და თბილისის მოლოდინები
  • ორწლიანი ჩაკეტვის შემდეგ ახალგორის ე.წ. გადასასვლელის გახსნის პერსპექტივა ჩნდება – ჟენევის მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შემდეგ სერგეი ლავროვის მოადგილე აცხადებს, რომ ამ საკითხზე გამოსავლის მოძებნა შესაძლებელია. მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის დღის წესრიგი და პერსპექტივები
  • მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უფლებრივ მდგომარეობას მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი დააკვირდება – ექსპრეზიდენტს მონიტორინგის ჯგუფის მიმართ განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს. დაცვის მხარე მსჯავრდებულის პირადი ექიმის ვიზიტს ითხოვს
  • ვაქცინაციის დაბალი ტემპი და ეპიდაფეთქების ახალი საფრთხე – ბოლო დღეების სტატისტიკა 5 000-ს აღწევს; სწავლების ბუნებრივი რეჟიმის შენარჩუნების ერთადერთ საშუალებად იმუნიზაცია სახელდება, თუმცა ჯანდაცვის უწყება სავალდებულო ვაქცინაციის საკითხს არ განიხილავს

მოამბე

მსგავსი