#მოამბე 21 საათზე, 13 ოქტომბერი, 2020 #LIVE

21:00, 13.10.2020
  • რუსეთის შუამავლობით სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დადებული შეთანხმება უკვე მეოთხე დღეა, არ სრულდება – ზავმა მძევლებისა და ცხედრების გაცვლის პროცესი ვერ უზრუნველყო; საომარი მოქმედებები სულ უფრო ინტენსიური ხდება; გრძელდება ქვეყნებს შორის საომარი რიტორიკა და ურთიერთბრალდებები
  • საქართველოში ეპიდემიის მეორე ტალღა არ ცხრება – ინფიცირების 569 შემთხვევა და გარდაცვალების ცხრა ფაქტი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში; ინფექციის გავრცელების მთავარ კერად კვლავ აჭარა რჩება; შემთხვევათა მკვეთრი ზრდა ფიქსირდება იმერეთში; ორ რეგიონში გაფართოებული მობილური ჯგუფები გაემგზავრებიან
  • ევროპა ქართული პარტიებისთვის წინასაარჩევნო დღის წესრიგის მთავარი თემაა – ვინ რა გზით, ვისზე ადრე და როგორ აპირებს საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას; პოლიტიკურ აქტორთა წინასაარჩევნო სტრატეგია და დაპირებები
  • „დონ კიხოტი“ ოპერის ეზოში – პანდემიის გამო სცენაზე განსხვავებულად დაბრუნებული ოპერისა და ბალეტის თეატრი; 15 ოქტომბრიდან წარმოდგენები ოპერის ეზოში გადაინაცვლებს და საბალეტო დასი ექვს სპექტაკლს იცეკვებს

მსგავსი