#მოამბე 21 საათზე, 13 ნოემბერი, 2024 #LIVE

21:00, 13.11.2024
  • ოპოზიცია ფორმალურ ბოიკოტს განაგრძობს – კანონმდებლობასთან შეუსაბამობის მიუხედავად, დემონსტრაციულად „ჩახსნილი სიები“, ოპოზიციის ეჭვები თანაგუნდელების, თუ გახარიას მისამართით და მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს
  • პრემიერი გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე – სიტყვით გამოსვლა ლიდერთა სამიტზე და საქართველოს გზავნილები ბაქოდან; მაღალი დონის შეხვედრები ვიზიტის ფარგლებში და შედეგები
  • დონალდ ტრამპის ახალი გუნდი და გეგმები – თეთრ სახლში დაბრუნებული პრეზიდენტის რჩეული კანდიდატები, გზავნილები განათლების სისტემის ძირეულ რეფორმასთან დაკავშირებით და ახალი ადმინისტრაციის ამბიციური გეგმის კონტურები
  • ფიფა-ს პრეზიდენტის სპეციალური ვიზიტი თბილისში – მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთა დღის წესრიგი, ჯანი ინფანტინოს შეხვედრა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებთან და საქართველოს საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შეფასება

მოამბე

მსგავსი