#მოამბე 21 საათზე, 13 ნოემბერი, 2023 #LIVE
- ქვეყნის ინტერესები, მთავრობასთან შეუთანხმებლად, პარიზში ვიზიტად მყოფი პრეზიდენტის რიტორიკა და ხელისუფლების რეაქცია – უცხოურ მედიასთან სალომე ზურაბიშვილის მიერ სი ძინპინის შესახებ გაკეთებულ განცხადებას, რომ მისი გასამართლება ისტორიული შედეგი იქნებოდა, პრემიერი შემაშფოთებელსა და კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს
- საქართველო 15 დეკემბრის მოლოდინში და პოზიტიური გზავნილები ბრიუსელიდან – დასავლეთი საქართველოში რეფორმების ტემპის ზრდასა და ქვეყნის ევროპასთან დაახლოებაზე საუბრობს; თბილისი ევროპული საბჭოსგან დადებით გადაწყვეტილებას ელოდება, ახალი რეკომენდაციების შესასრულებლად კი ოპოზიციის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის პერსპექტივა კვლავ არ ჩანს
- ცვლილებები დაგროვებით საპენსიო სისტემაში – 2024 წლის 3 იანვრიდან სქემის მონაწილეები პორტფელის შეცვლას ისევ შეძლებენ და სააგენტოს ბენეფიციარები თავად გადაწყვეტენ, სად დააბანდონ საკუთარი დანაზოგი; სხვაობა პორტფელებს შორის, მომგებიანობა, რისკიანობა და პროგნოზები
- „ერისიონის“ კონცერტი „ქართული საგანძური“ – განახლებული შოუ-პროგრამა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქორეოგრაფიული, თუ მუსიკალური ნომრები და მზადება ქართველ მაყურებელთან შესახვედრად