#მოამბე 21 საათზე, 13 ნოემბერი, 2020 #LIVE

21:00, 13.11.2020

• საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჯამება და ხმაური ცესკო-ში – შემაჯამებელ ოქმებზე ოპოზიციის საჩივრების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა; დარბაზში შესულმა „ევროპული საქართველოს“ წევრებმა თამარ ჟვანიას გადადგომა მოითხოვეს; ვითარება დაცვის სამსახურმა განმუხტა; ცესკო-ში განვითარებული მოვლენები და სხდომის დეტალები;

• ქართულ პოლიტიკაში დიალოგი კვლავ დიპლომატთა მედიაციით ხდება შესაძლებელი – ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია მოთხოვნებს არ ცვლის და პასუხს ელის, მმართველი გუნდში კი აცხადებენ, რომ წითელი ხაზი მოქალაქეთა არჩევანია, რომელზეც მათი მხრიდან კომპრომისი არ იქნება;

• როგორია ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პოზიცია არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით და რა წინაპირობებით დასხდებიან ოპონენტები მოლაპარაკების მაგიდასთან – „დღის თემის“ შეკითხვებს ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხობენ;

• საქართველოში ეპიდემიის მეორე ტალღა უკონტროლო ხდება – ბოლო დღე-ღამეში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 3 500-ს მიაღწია, გარდაიცვალა 37 ადამიანი; სისტემა, რომელიც პაციენტების მიღებას ვერ უმკლავდება, გეგმა B-ზე გადადის; „კოვიდ-19“ მსოფლიოს ებრძვის; აშშ-სა და ევროპაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი დრამატულად იზრდება;

• გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლოს განაჩენი დადგა – ხუთთვიანი განხილვის შემდეგ მართლმსაჯულებამ ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული არასრულწლოვანები დამნაშავედ ცნო და ექვსივე ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა; განაჩენი დახურულ კარს მიღმა გამოცხადდა, სასჯელის ვადები კი 20 ნოემბერს გახდება ცნობილი; გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება

მსგავსი