#მოამბე 21 საათზე, 13 მარტი, 2024 #LIVE
- ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტი და ამნისტიის გათვალისწინებით 12-წლიანი პატიმრობა როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს – მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები თავად ბრალდებულების მიერ არჩეულ მსაჯულებს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ; რეზონანსული საქმის საბოლოო განაჩენი, დეტალები და მხარეთა პოზიციები
- კვიპროსში აშშ-ის წარმომადგენლობამ დავით კეზერაშვილი არასასურველ სტუმრად მიიჩნია და ვიზა არ მისცა – საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი სახელმწიფო დეპარტამენტს კოლუმბიის სასამართლოში უჩივის; სარჩელის მიხედვით უარის მიზეზი ფულის გათეთრების საქმე გახდა; „ბიბისის“ მიერ „მისტერ ობშორად“ წოდებული კეზერაშვილის საერთაშორისო დავები და პოლიტიკური შეფასებები
- ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას აგრძელებს, რის შედეგადაც 185 ათასამდე მსესხებელს ბანკში ყოველთვიური შენატანი გაუიაფდება და სესხებზე საპროცენტო განაკვეთები დაიკლებს – ქვეყნის ცენტრალური ბანკი რეფინანსირების განაკვეთის საკმაოდ დიდი ბიჯით შემცირებას არსებული დაბალი ინფლაციური მოლოდინებით და ლარის კურსის სტაბილურობით ხსნის; სებ-ის გადაწყვეტილება და სპეციალისტთა შეფასებები
- მომავალი სასწავლო წლიდან პირველ კლასში დარეგისტრირებას ის ბავშვებიც შეძლებენ, რომლებსაც 6 წელი პირველ დეკემბრამდე უსრულდებათ – ცვლილებები პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში, თავისუფალი არჩევანი მშობლებს და ფსიქოლოგთა რჩევები