#მოამბე 21 საათზე, 13 მარტი, 2023 #LIVE
- პრემიერის ინტერვიუ და პოლიტიკური ინტერპრეტაციები – ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მოქალაქეთა ნაწილი რუსთაველზე ევროპული კურსის მხარდასაჭერად გავიდა, ნაწილი კი ოპოზიციის დესტრუქციულ გეგმას ახორციელებდა; მთავრობის მეთაური კანონპროექტის გაწვევის მიზეზზე საუბრობს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების ყველა ეტაპზე პროცესებში პირადად იყო ჩართული
- ევრორეკომენდაციებზე ერთობლივი მუშაობისკენ დასავლეთის მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, კანდიდატის სტატუსისთვის მუშაობა ხელისუფლების შესაცვლელად ბრძოლას დაუკავშიროს და მთავარ ამოცანად ხელისუფლების შეცვლას ასახელებს – სამუშაო ჯგუფებში ჩართული პარტიები ოპოზიციის ნაწილის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე საუბრობენ
- საპროტესტო აქციები მოლდოვაში, ვითარება ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში და მხარეთა პოზიციები – ადგილობრივი პოლიციის ცნობით, 77 დაკავებულ დემონსტრანტს შორის 24 არასრულწლოვანია; ოპოზიცია პრეზიდენტ სანდუს საპროტესტო აქციების ჩახშობის ბრალდებით აკრიტიკებს
- 100 დღე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატამდე – უეფას 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი საქართველოა; ქვეყნის სამი დიდი ქალაქი ჩემპიონატის ჩატარებისთვის ემზადება